აბაშიძე გიორგი (აგი)


დაიბადა 14.03.1934, თბილისი. ალპინიზმი. სსრკ ორგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1957, დარვაზის ქედი; 1976, სუღრანის დიდი ნალი), ორგზის მეორე (1975, 77) და ორგზის მესამე (1969, 73) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე.

დატოვეთ კომენტარი