ალპინიადა


ალპინიადა. ალპინისტთა მასობრივი ლაშქრობა მაღალმთიანეთში მწვერვალის დასაპყრობად და სხვადასხვა სირთულის მარშრუტის დასაძლევად.  საქართველოში ალპინიადები იმართება 1930-იანი წლებიდან. პირველ ყველაზე მასობრივ ლაშქრობად ითვლება მეორე ქართული მსროლელი დივიზიის 316-კაციანი შემადგენლობის ასვლა მყინვარწვერზე 1935 წელს (ხელმძღვანელი დავით წერეთელი). მომდევნო ალპინიადებიდან აღსანიშნავია: 1937 წლის სვანეთის ალპინიადა თეთნულდზე 182 კაცის მონაწილეობით (ხელმძღვანელი სანდრო გვალია); 1948 წლის სრულიად საქართველოს საიუბილეო ალპინიადა მყინვარწვერზე 502 კაცის მონაწილეობით (ხელმძღვანელი სანდრო გვალია), 1950 წლის დუშეთის რაიონის ალპინიადა ნეფისკალოზე (378 კაცი. ხელმძღვანელი ალექსი ივანიშვილი), 1952 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინიადა ნეფისკალოზე (214 კაცი. ხელმძღვანელი ოთარ გიგინეიშვილი), 1952 წლის ქუთაისის ალპინიადა დოლომისის წვერზე (275 კაცი. ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი).

დატოვეთ კომენტარი