ასათიანი ნუგზარ


ასათიანი ნუგზარ. 16.07.1937, ქუთაისი – 02.04.1992, თბილისი. ფარიკაობა, ხმალი. XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960, 62, 64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960, 62, 66, 68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).

დატოვეთ კომენტარი