ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები წარმატებულად გამოვიდნენ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, ჭაბუკთა ნაკრები კი მე-2 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სამბოს ფედერაციიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა ჯამში 18 მედალი მოიპოვეს – 6 ოქრო, 2 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ქართველი სამბისტები თბილისში 16 აპრილს დაბრუდნებიან.

ჭაბუკთა ნაკრები

ოქრო – თორნიკე ნაგლიაშვილი (48 კგ)
ოქრო – თორნიკე ჭოველიძე (60 კგ)

ბრინჯაო – სოლომონ თედიაშვილი (56 კგ)
ბრინჯაო – გიგა ნოზაძე (70 კგ)
ბრინჯაო – აპალონ ზურაბიანი (75 კგ)
ბრინჯაო – ირაკლი გოგია (81 კგ)
ბრინჯაო – ჯონი ჭითანავა (87 კგ)
ბრინჯაო – ჯემალ დაბრუნდაშვილი (+87 კგ)

ახალგაზრდული ნაკრები

ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი (62 კგ)
ოქრო – ბექა ტუღუში (68 კგ)
ოქრო – მიხეილ  მეზურნიშვილი (74 კგ)
ოქრო – უშანგი მარგიანი (82 კგ)

ვერცხლი – გიორგი მელქუაშვილი (48 კგ)
ვერცხლი – გუგა კიბორძალიძე (+100 კგ)

ბრინჯაო – ლერი ბედინაძე (52 კგ)
ბრინჯაო – თორნიკე მუზაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო – ილია მალვენიშვილი (90 კგ)
ბრიჯაო – თორნიკე ოთინაშვილი (100 კგ)

 

დატოვეთ კომენტარი