ახალგაზრდა ძიუდოისტთა 5 მედალი ევროპირველობიდან


20-22 სექტემბერს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჩატარებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები წარმატებით გამოვიდნენ  – 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში 41 ქვეყანასშორის პირველი ადგილი დაიკავეს.

გია გუგავას გუნდისთვის ევროპირველობა უშედეგოდ დაიწყო, შეჯიბრების პირველ დღეს ჩვენი ძიუდოსიტები უმედლოდ დარჩნენ, შემდეგ საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი ლევან გუგავამ (73 კგ) მოუტანა, შეჯიბრების დასკვით დღეს კი გუგავას შეგირდებმა ერთბაშად 4 მედალი დაისაკუთრეს.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილს  ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა, ასევე მზიმეწონოსანი გიორგი ზაქარიაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ბექა ღვინიაშვილმა ტურნირი პოლონელ პატრიკ ციეჩომსკისთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს სამ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა. ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს, ორი ვაზარისთვის, წუთით ნაკლები აკმარა. ავსტრიელ ლორინ ბოელერთან პირველ ვაზარს შებოჭვა მიაყოლა. ნახევარფინალში პორტუგალიელ სელიო დიასს ისევ ორი ვაზარით მოუგო. ფინალში კი ჰოლანდიელი მიხაელ კორელი ორ წუთში შებოჭა.

გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ მაქსიმილიან ჰაგენედერთან, 11 წამში, ვაზარად შეფასებული გდებაც მოასწრო და ხელის მტკივნეული ილეთიც. ბელარუსი მიკიტა ჟოლუზეუ ორ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე. ნახევარფინალში გერმანელ ლეონ შტრობერსაც ორი წუთი აუღო ორი ვაზარი. ფინალში კი ფრანგ ნაბილ მაჩტრუსთან შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა: მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა, ნახევარ წუთში ანგარიში გაათანაბრა, კიდევ ნახევარ წუთში კი, მოწინააღმდეგეს სუფთა გდებაც შეუსრულა.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები
სარაევო
. 20-22 სექტემბერი.ვაჟები

55 კგ
1 დავუდ მამადოვი (აზერბაიჯანი)
2 ვინსენტ მანქე (საფრანგეთი)
3 აკოშ ბარტა (უნგრეთი)
3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

60 კგ
1 რაშად რუფულაიევი (აზერბაიჯანი)
2 აჰმეთ შაჰინ კაბა (თურქეთი)
3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)
3 ორუჟ ვალიზადა (აზერბაიჯანი)
5 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

66 კგ
1 გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი)
2 ენტონი ზინგი (გერმანია)
3 ილია ციგანოვიჩი (სერბეთი)
3 მარტინ ვეგვარი (უნგრეთი)

73 კგ
1 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)
2 ლევან გუგავა (საქართველო)
3 სამი ჩოუჩი (ბელგია)
3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)

81 კგ
1 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)
2 ტომაშ სზეპანიაკი (პოლონეთი)
3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)
3 გერგო ფოგასი (უნგრეთი)
3 დავიდ ტეკიჩი (გერმანია)

100 კგ
1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)
2 ნაბილ მაჩტრუ (საფრანგეთი)
3 ლეონ შტრობერი (გერმანია)
3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
5 თორნიკე ოთინაშვილი (საქართველო)

+100 კგ
1 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)
2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3 გიორგი ზაქარიაძე (საქართველო)
3 იაკივ ხამო (უკრაინა)

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

                                       ო     ვ     ბ     V     VII

1 საქართველო             2     2     1     2        0

2 აზერბაიჯანი             2      0      3      0      1

3 საბერძნეთი              2      0      0      1      0

4 რუსეთი                     2      0      0      0      2

5 საფრანგეთი              0      2      0      1      0

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი