ბარქაია ვლადიმერ


ბარქაია ვლადიმერ. დაიბადა 29.07.1937, გაგრა. ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის “დინამოში”(1957-67). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი (2 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში  -  225 (67 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 62). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის “დინამოს” მწვრთნელი (1967-69), საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1989-90), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990-97). ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი