გარდაიცვალა დიმიტრი შანიძე


“საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი” მწუხარებას გამოთქვამს, რომ ა/წ 18 ნოემბერს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ძალოსნობის ერთ-ერთი ტიტულოვანი და გამორჩეული წარმომადგენელი დიმიტრი შანიძე და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.
დიმიტრი შანიძე დაიბადა 1937 წლის 8 თებერვალს წყალტუბოში. იგი არის XIX და XX ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი). მსოფლიოს ჩემპიონი (1973) და მეორე პრიზიორი (1974). მსოფლიოს ჩემპიონატში აკვრაში მოიგო მცირე ოქროს მედალი (1969). ევროპის ჩემპიონი (1972) და ოთხგზის მეორე პრიზიორი (1968, 69, 71, 74). ევროპის ჩემპიონატებში მოგებული აქვს სამი მცირე ოქროს მედალი (1972 - ატაცსა და აკვრაში, 1973 - აკვრაში). სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-74) და ორგზის მეორე პრიზიორი (1968, 75). დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში - 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში - 402,5 კგ (1972). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დატოვეთ კომენტარი