გინესის რეკორდები – მთები, მღვიმეები, კუნძულები, რიფები


ყველაზე მაღალი მთა. ჰავაის კუნძულზე მდებარე მაუნა-კეის მთა, ყველაზე მაღალი მთაა მსოფლიოში. მისი სიმაღლე ოკეანის ფსკერიდან წვერამდე 10 205 მ, ზღვის დონიდან  -4 205 მ.

ყველაზე მაღალი დაუპყრობელი მთა -გენგკარ-პუნსუმი ბუტანში (7570მ). 2003წ. ბუტანში გამოვიდა კანონი, რომელიც რელიგიური თვალსაზრისით უკრძალავს მთამსვლელებს მთაზე ასვლას.

ყველაზე მაღალი მთის კედელი. ჰიმალაიში ნანგა-პარბატის მთის კედლის სიმაღლე 4600მ. შეადგენს. თვითონ მთა, რომლის სიმაღლე 8125მ. მე-9 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთების სიაში.

ყველაზე გრძელი წყალქვეშა მღვიმეების სისტემა. ოკს-ბელ-ხა (მაიას ტომის ენაზე ”სამი წყლის გზა”) კინტანა როოს შტატში (მექსიკა) წყალქვეშა მღვიმეების ყველაზე რთული სისტემაა, რომელშიც წყალქვეშა ტბით ან ჭბით შეიძლება მოხვედრა. 2009წ. წყალქვესა მღვიმეების 180 038 კმ. გამოიკვლიეს და რუკები შეადგინეს.

უმაღლესი პოლარული ყინულის ქუდი. არგუსი, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ვრცელი ყინულის ჯავშანია, მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 4093 მ. ანტარქტიდაში არგუსი ყველაზე მაღალი ყინულის ქუდია, რომლის ქვეშ 1200კმ-ზე გაბურცევის ზეგანია გადაჭიმული.

უმაღლესი მოქმედი ვულკანი. ვულკანი დიულიაილიაკოს სიმაღლე, რომელიც ჩილესა და არგენტინის საზღვარზე უდაბნო ატაკამაში მდებარეობს არის 6739 მ. ბოლოს მისი ამოფრქვევა 1877 წელს დაფიქსირდა.

ყველაზე ღრმა მაღარო. კარლტონვილის ახლოს მდებარე ოქროს საბადოს მაღარო, რომელიც ”ანგლო გოლდ აშანტის” ეკუთვნის, 3,9 კმ სიღრმისაა. შახტის გვირაბების სიგრძე 800 კმ. შეადგენს.

სწრაფად მზარდი მთა. ნანგა-პარბატის მთა პაკისტანში, წელიწადში 7მმ-ით იზრდება. იგი 30-50 მილიონი წლის წინ წარმოიშვა.

ყველაზე ღრმა მღვიმე. 2007წ. უკრაინელი სპელეოლოგები, კრუბერის მღვიმეში 2191 მ. სიღრმეზე ჩავიდნენ. მათ 29 დღის განმავლობაში 2,5 კმ მღვიმის გასასვლელები გამოიკვლიეს.

დედამიწის ქერქში ყველაზე ღრმად შეღწევა. რუსეთის არქტიკულ ზონაში, კოლის ნახევარ კუნძულზე ჭაბურღილმა, რომლის ბურღვა 1970წ. დაიწყო 1983 წლისათვის 12 264მ სიღრმეს მიაღწია.

უდიდესი სზღვაო მღვიმე -კავერნა ”ზღვის ლომი”,  ორეგონის სანაპიროზე (აშშ), რომლის სიგრძე 95 მ, სიგანე 50 მ, ხოლო სიმაღლე  15 მ შეადგენს, მდებარეობს ტალღების მიერ გამოქვაბულ მღვიმეში, რომლის სიგრძე 400 მ.

უმაღლესი, მოქმედი კარბონატული ვულკანი. აილდოინო-ლენგაიში (ტანზანია) არის იშვიათი ვულკანი, რომელიც კარბონატულ ლავას აფრქვევს. მისი სიმაღლე 2962 მ. ლავის ტემპერატურა 500-600 გრადუს ცელსიუსს აღწვეს, რომელიც გაციებისას თეთრდება.

უდიდესი შესასვლელი მღვიმეში. მღვიმე გრანტეს შესასვლელი სიგანით 38,4 მ, ხოლო სიმაღლით -7,6მ, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ის ალაბამაში (აშშ) მდებარეობს.

ყველაზე ღრმა დაბლობი. იარლუნგ-ძანპოს (ტიბეტი) დაბლობის სიღრმე 500 მ. 1994 წ. დაფიქსირდა ყველაზე დაბალი წერტილი 5382 მ, რომელიც სამჯერ ღრმაა დიდ კანიონზე, რომელიც ყველაზე ღრმა ხეობად ითვლება მიწაზე. იარლუნ-ძანბოს ორივე მხარეს აღმართულია პიკი ნამჩა-ბარვა (7753მ) და იალა-პერი (7282მ). მათ ყოფს მდინარე იარლუნ-ძანბო, რომელიც 2440 სიმაღლეზე მიედინება.

ყველაზე ღრმა ვულკანური მღვიმე. ჰავაის კუნძულზე მდებარე მღვიმე კაზუმირა ყველაზე ღრმა და გრძელი ლავური მღვიმეა, რომლის სიგრძე 59,3 კმ, სიღრმე – 1099მ.

ყველაზე დიდი კუნძულია გრელანდია, რომლის ფართობი 2 175 600 კმ2 , ხოლო ისლანდია ყველაზე დიდი ვულკანური კუნძულია, ფართობი – 103 000კმ2.

ყველაზე დიდი კუნძული მდინარეზე. კუნძული მაჯული, რომელიც ინდოეთში მდინარე ბრაჰმაპუტრაზე მდებარეობს 880კმ2 მოიცავს. მრავალი წლის წინათ იგი მიწის, ვიწრო, გრძელ ზოლს წარმოადგენდა. XVII-XVIII საუკუნეში მიწისძვრისა და წყალდიდობის შედეგად მდინარის კალაპოტი შეიცვალა. დღეს კუნძულის მოსახლეობა 160 000 ადამიანს შეადგენს.

უდიდესი ბარიერული კუნძული. ბარიერული კუნძულები, ეს არის მიწის ნაკვეთები მატერიკის პარალელურად, რომელიც ტალღებისა და დინებების შედეგად წარმოიშობა. კუნძული პადრე, მექსიკის ყურეში წარმოიქმნა რამდენიმე ათასი წლის წინ. მისი სიგრძე 210 კმ.

არქიპელაგი ყველაზე ბევრი კუნძულებით. არქიპელაგი სი, რომელიც ფინეთის ტერიტორიულ წყლებშია (ბალტიის ზღვა) 40 000 კუნძულს აერთიანებს.

ყველაზე დიდი ”მატრიოშკა” კუნძულებისგან. კუნძულ ლუსონზე (ფილიპინები) მდებარეობს ტბა ტაალი, რომლის შიგნით აღმართულია ვულკანი ასეთივე სახელწოდებით. მისი კრატერი ფაქტიურად ტბას წარმოადგენს, რომელსაც კრატერის ტბა ეწოდება. მის შიგნით მდებარეობს კუნძული ვულკანი – პოინტი, რომლის სიგრძე დაახლოებით 40მ.

ყველაზე ახალგაზრდა კუნძული. ისლანდიის სანაპიროსთან მდებარე კუნძული სიორტსი 1963წ. 14 ნოემბერს წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიშვა. ვულკანური აქტივობა, რომელიც 130მ. სიღრმეზე დაიწყო, 1967წ. 5 ივნისამდე გაგრძელდა, რის შედეგადაც კუნძჲლი 2,7კმ2 გაიზარდა. მას შემდეგ ეროზია თანდათან ამცირებს კუნძულის ფართობს.

ყველაზე მეტი კუნძულების რაოდენობა. ინდოეთის ოკეანეში მდებარე ატოლი ხუვალხუ დაახლოებით 255 კუნძულს მოიცავს და 2900კმ2 ტერიტორია უჭირავს.

უძველესი კუნძული. მადაგასკარი, რომელიც ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს 80-100 მილიონი წლის წინ იქცა კუნძულად, როცა ინდოსტანის ნახევარკუნძულს მოწყდა. მისი ფართობი 587 041 კმ2, რომელზეც მსოფლიო მცენარეთა და ცხოველთა 5% სახეობაა.

უძველესი მარჯნის რიფი. გაქვავებულმა მარჯნის რიფმა – ჩეზიმ, რომელიც ამერიკის შტატ ტენესიდან ნიუფაუნდლენდამდეა (კანადა) გადაჭიმული, ფორმირება 450 მილიონი წლის წინ ოკეანე იაპეტუსის ადგილზე დაიწყო. ეს ერთ-ერთი უძველესი მარჯნის სტრუქტურაა.

1 კომენტარი სტატიაზე: გინესის რეკორდები – მთები, მღვიმეები, კუნძულები, რიფები

  1. dzalian mmagariia <3 yvela es adgili :) ) gansakutrebit momwons kundzuli bora-bora romelic udzvelesi kundzuli yopila ))

დატოვეთ კომენტარი