გოგოლაძე კობა


გოგოლაძე კობა. დაიბადა 07.01.1973, ფოთი. კრივი (60, 62 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1997), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1998), ევროპის თასის მფლობელი (1998), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1991), ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ბრძოლას გამოეთიშა მესამე წრიდან). 1999 წლიდან გადავიდა პროფესიონალურ კრივში. WBF-ს ვერსიით _ ინტერკონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (1999-2000), IBA-ს ვერსიით _ კონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (2004). პროფესიონალურ რინგზე გამართა 18 ბრძოლა, რომელთაგან 17 მოიგო (7 _ ნოკაუტით) და 1 წააგო.

დატოვეთ კომენტარი