გრეცკი უეინ


რეცკი უეინ (კანადა). დაიბადა 26.01.1961, ბრენტფორდი, ონტარიო. ყინულის ჰოკეი, თავდამსხმელი. თამაშობდა “ედმონტონ ოილერსში” (1979-88), “ლოს ანჯელეს კინგსში” (1988-96), “სენტ ლუის ბლუზში” (1996) და “ნიუ იორკ რეინჯერსში” (1996-99). სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი (1984, 85, 87, 88), ცხრაგზის სეზონის ყველაზე მარგი მოთამაშე (1980-87, 89) და ათგზის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (1981-87, 90, 91, 94). “ოლ სტარის” მატჩის 17-გზის მონაწილე. ნჰლ-ში ჩატარებულ 1695 მატჩში მოაგროვა 3239 ქულა (1016 გოლი+2223 პასი), რაც რეკორდული შედეგია. ეკუთვნის ნჰლ-ის 61 რეკორდი: 40_რეგულარული სეზონის, 15 _ სტენლის თასის, 6 _ “ოლ სტარის” მატჩის. კანადის თასის სამგზის მფლობელი (1984, 87, 91) და ორგზის ყველაზე მარგი მოთამაშე (1987, 91). მისი ბოლო მატჩის დღეს (18.04.1999) გამოცხადდა, რომ N9 მაისურით ნჰლ-ში აღარავინ ითამაშებს. იყო 2002 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, კანადის ნაკრების გენერალური მენეჯერი. 2001 წლიდან კლუბ “ფინიქს კოიოტსის” მფლობელია. აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტად.

დატოვეთ კომენტარი