გრიქუროვი ვანო


გრიქუროვი ვანო. დაიბადა 05.01.1951, ცხინვალი. ძალოსნობა, მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალიკი (ორივე _ პოლონეთი). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი