დერიუგინი ნიკოლოზ


დერიუგინი ნიკოლოზ. დაიბადა 30.04.1956, ქუთაისი. კალათბურთი (206 სმ). თამაშობდა თბილისის ”დინამოში”(1975-85), ”თბილისში” (1991-92), უნგრეთის მაფც-ში (1992-93), თბილისის ”ვითაში” (1993-94), თბილისის სდასუ-სა (1994-95) და სლოვაკეთის ”სლოვაკო ფარმაში” (1995-96). იყო სსრკ-ის (1978-85) და საქართველოს (1995-96) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 79). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი