დიდოსტატი


დიდოსტატი (გერმ. grossmeister < gross -დიდი, meister-ოსტატი) უმაღლესი სპორტული წოდება ჭადრაკსა და შაშში. ჭადრაკში ეს ტერმინი გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში _ დიდოსტატებად მოიხსენიებდნენ დიდ ტურნირებში (1905 _ ოსტენდი, 1911 _ სან-სებასტიანი, 1914 _ პეტერბურგი) გამარჯვებულ მოჭადრაკეებს _ ალიოხინს, კაპაბლანკას, კერესს, ლასკერს, ლილიენტალს, ნიმცოვიჩსა და სხვებს. 1949 წელს ფიდემ შემოიღო საერთაშორისო დიდოსტატის ოფიციალური წოდება, რომელიც კაცებს ენიჭებათ 1950 წლიდან, ქალებს _ 1976-იდან. ეს წოდება დაწესებულია აგრეთვე მიმოწერით ჭადრაკსა (1953) და საჭადრაკო კომპოზიციაში (1972). ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მსოფლიოში პირველმა მიიღო ნონა გაფრინდაშვილმა (1976). საქართველოს მოჭადრაკე კაცთა შორის პირველი საერთაშორისო დიდოსტატი გახდა ბუხუტი გურგენიძე (1970). ნონა გაფრინდაშვილი პირველი მოჭადრაკე ქალია, რომელსაც კაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი წოდება მიენიჭა (1978). ქალთა (1977) და ვაჟთა შორის (1984) საერთაშორისო დიდოსტატია აგრეთვე მაია ჩიბურდანიძე.

საერთაშორისო დიდოსტატები საქართველოდან:

ქალები
1976-78 ნონა გაფრინდაშვილი (ქალთა და კაცთა შორის)
1976 ნანა ალექსანდრია
1977-84 მაია ჩიბურდანიძე (ქალთა და კაცთა შორის)
1979 ნანა იოსელიანი
1979 ნინო გურიელი
1987 ქეთევან არახამია
1990 ქეთევან კახიანი
1993 ნინო ხურციძე
1996 მაია ლომინეიშვილი
1998 თამარ ხმიადაშვილი
1998 ნატო ეძგვერაძე
1998 დიანა დარჩია
1999 რუსუდან გოლეთიანი
2000 სოფიო ტყეშელაშვილი
2002 ანა მათნაძე
2003 ნანა ძაგნიძე
2003 ლელა ჯავახიშვილი
2005 სოფიკო ხუხაშვილი

კაცები
1970 ბუხუტი გურგენიძე
1977 თამაზ გიორგაძე
1977 რომან ჯინჯიხაშვილი
1984 გენადი ზაიჩიკი
1988 ზურაბ აზმაიფარაშვილი
1988 ელიზბარ უბილავა
1990 ლაშა ჯანჯღავა
1991 ზურაბ სტურუა
1992 იგორ ეფიმოვი
1993 გიორგი გიორგაძე
1998 ვალერი გაფრინდაშვილი
1999 გიორგი ბაღათუროვი
1999 გიორგი ყაჭეიშვილი
1999 თამაზ გელაშვილი
2000 მიხეილ კეკელიძე
2001 ბაადურ ჯობავა
2002 მერაბ გაგუნაშვილი
2002 ზვიად იზორია
2002 მიხეილ მჭედლიშვილი
2005 დავით შენგელია

საერთაშორისო დიდოსტატები საჭადრაკო კომპოზიციაში
1980 გია ნადარეიშვილი
1984 იოსებ კრიხელი
1989 დავით გურგენიძე

დატოვეთ კომენტარი