ვინსონი


ვინსონი. ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალი (5140 მ). 1935 წელს ტრანსატლანტიკური გადაფრენისას აღმოაჩინა ამერიკელმა ვინსონ ლინკოლნ ელსუორთმა. მის პატივსაცემად იმ ტერიტორიას ელსუორთის მიწა უწოდეს. მწვერვალი გამოირჩევა უმკაცრესი კლიმატური პირობებით: ზაფხულში _ საშუალოდ მინუს 30-50, ზამთრობით_მინუს 60-70 გრადუსი. აღუნიშნავთ 90-გრადუსიანი ყინვაც. ვინსონი პირველად 1966 წელს დაიპყრეს ამერიკელებმა: ნიკოლას კლინჩმა, ჯეი ბარიმ, ჯონ ევანსმა, ეიჯი ფუკუსიმამ, ჩარლზ ჰოლისტერმა, უილიამ ლონგმა, ბრაიან მარტსმა, პეტერ შიონინგმა, სამუელ სილვერსტოუნმა და რიჩარდ უოლსტრომმა.
საქართველოს მთამსვლელთაგან ვინსონი დალაშქრა ბენო ქაშაკაშვილმა (2002 წელი), რომელმაც ამ ასვლით ”შვიდი მწვერვალის” პროგრამა დაასრულა.

დატოვეთ კომენტარი