თამაზ თევზაძის შეხვედრა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან


uniInc.php12 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე – თამაზ თევზაძე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემაა სპორტული კლუბური სისტემის პერსპექტივა საქართველოში. შეხვედრაზე თამაზ თევზაძემ სპორტულ ფედერაციებისათვის პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე სპორტის რეალობა საქართველოში, სამართლებრივი და სხვადასხვა კუთხით.

ასევე საუბარი იყო 17 სპორტული ფედერაციის მხრიდან მოწოდებული სტატისტიკური მასალების შესახებ საქართველოში კლუბების, მწვრთნელებისა და სპორტსმენების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განმარტა სპორტის ევროპული პირამიდის მოდელის მნიშვნელობა, რომლის ფუძეში მოქცეულნი არიან სპორტული კლუბები, ხოლო წვერში მაღალი მიღწევების სპორტი და პროფესიული სპორტი. ასევე საუბარი იყო სპორტის ჭრილში მიმდინარე პროცესების შესახებ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 17 სპორტული ფედერაციის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ სპორტში ფიქსირდება 159 იურიდიული პირი, მათ შორის 47 რეგიონული ფედერაცია, 81 კლუბი, 12 სპორტული სკოლა და 19 სპორტული ასოციაცია.

სამინისტრო ასევე მუშაობს საქართველოში სპორტსმენთა სტატისტიკურ აღრიცხვასა და სპორტსმენთა რაოდენობის სხვადასხვა წლებთან შეფარდების დეტალებზე. არაოფიციალური მონაცემებით, სპორტსმენთა რაოდენობა საქართველოში 40 ათასამდე მერყეობს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი