იამანიძე შოთა


იამანიძე შოთა. 15.03.1937, თბილისი _ 15.10.1971, იქვე. ფეხბურთი, თავდამსხმელი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1954-67). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 300 მატჩი (65 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 62, 67), სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ). დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

1 კომენტარი სტატიაზე: იამანიძე შოთა

  1. ზვიად საპანაძე says:

    სსრკ თასზე 21 მატჩი აქვს ჩატარებული თუ 22?

დატოვეთ კომენტარი