კაზალიკაშვილი იაგორ


კაზალიკაშვილი იაგორ. 02.05.1882, სტეფანწმინდა, ახლანდ. ყაზბეგი _ 15.09.1935, იქვე. მთამსვლელი, მეგზური, ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველად, უცხოელებთან ერთად ავიდა მყინვარწვერზე (1907). იყო გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოწყობილი პირველი ქართული ექსპედიციის მთავარი გამყოლი მყინვარწვერზე (1923), თეთნულდსა (1930) და უშბაზე (1934) პირველი საბჭოთა ასვლის მონაწილე, ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურის პირველი მოზამთრე (1934). დალაშქრული აქვს კავკასიონის მწვერვალები: მყინვარწვერი (მრავალჯერ), იალბუზი, თეთნულდი, უშბა, ადაი-ხოხი, მარუხი და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებული (1933).

დატოვეთ კომენტარი