კაკილაშვილი ნუგზარ


კაკილაშვილი ნუგზარ (ნუკრი). დაიბადა 28.05.1960, თბილისი. ფეხბურთი, ნახევარმცველი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1977-87), ლანჩხუთის “გურიაში” (1988), ბათუმის “დინამოში” (1989), თბილისის “შევარდენი 1906″-ში (1990). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 198 მატჩი (21 გოლი), საქართველოს უმაღლეს ლიგაში _ 12. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის დირექტორი 1992-2004 წლებში.

დატოვეთ კომენტარი