კალოევი ზაურ


კალოევი ზაურ. 24.03.1931, თბილისი _ 23.12.1997, იქვე. ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის “სპარტაკსა” (1950-51) და “დინამოში” (1952-56, 1959-64), მოსკოვის “ლოკომოტივში” (1957-58). სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 249 მატჩი (116 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მეორე (1953) და მესამე (1959, 62) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960), სსრკ ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1959, 1960), გრიგორი ფედოტოვის სახელობის “ასიანთა კლუბის” წევრი (139 გოლი). იყო ცხინვალის “სპარტაკის” (1965-67), ჭიათურის “მაღაროელის” (1968-70), თბილისის ასკ-ის (1973-75, 1980-83) და მცხეთის “არმაზის” (1986-88, 1991) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის ასკ-ის გუნდმა სამჯერ (1973, 1974, 1981) მოიპოვა სსრკ შეიარაღებული ძალების თასი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი