კანდელაკი ალექსანდრე


კანდელაკი ალექსანდრე (სანდრო). 6.10.1893, ნიჩბისი, მცხეთა _ 1859, მცხეთა. ჭიდაობა. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით, ხალხში საქართველოს გოლიათად მოიხსენიებდნენ. ჭიდაობა დაიწყო 1910-იან წლებში. ჯერ “იტალიელების ბაღში” გამოდიოდა, შემდეგ _ ესიკოვსკის ცირკში. დამარცხებული ჰყავს მრავალი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის თევდორე კოჟემიაკი, ივან ზაიკინი, პაველ ზაგოჩუიკო, გეორგ ლურიხი. შეხვედრია ივან პოდდუბნის (ორიდან ერთი ბრძოლა მოიგო, ერთი ფრედ დაამთავრა). 1921 წლიდან უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა. ილეთები საგანგებოდ არ შეუსწავლია, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში (“ჯანყი გურიაში”, “ხანუმა”, “უკანასკნელი ჯვაროსნები”, “ქაჯანა”, “გიორგი სააკაძე”). 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი.

1 კომენტარი სტატიაზე: კანდელაკი ალექსანდრე

  1. gia says:

    ასეთი სასახელო პიროვნებები უმრავლოს საქართველოს ღმერთმა.აიღონ მაგალითი დღევანდელმა ჩვენმა მოჭიდავეებმა ასეთი ადამიანისაგან

დატოვეთ კომენტარი