კარპოვი ანატოლი


კარპოვი ანატოლი (სსრკ, რუსეთი). დაიბადა 23.05.1951, ზლატოუსტი. ჭადრაკი. მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი _ 1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან ბობი ფიშერმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა გარი კასპაროვთან (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5). 1993 წელს, კასპაროვსა და ფიდეს შორის კონფლიქტის წყალობით, კარპოვმა “ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობა” მოიპოვა (დაამარცხა ჰოლანდიელი იან ტიმანი). ეს ტიტული შეინარჩუნა 1996 წელს გატა კამსკისთან (აშშ) და 1998 წელს კი ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) მატჩებში. 1999 წელს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა და ჩემპიონობაზე უარი თქვა. საჭადრაკო ოლიმპიადებში ექვსგზის გამარჯვებული (1972, 74, 80, 82, 86, 88). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 83, 88). სულ მოგებული აქვს 100 ტურნირზე მეტი (3163 პარტიიდან 1118 მოიგო, 287 კი წააგო). საერთაშორისო დიდოსტატი (1970), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

დატოვეთ კომენტარი