კარტოზია გივი


გივი კარტოზიაკარტოზია გივი. 29.03.1929, ბათუმი _ 03.04.1998, თბილისი. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (79 კგ). XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), XVII ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1960, რომი), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, 55, 58), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა მსოფლიოს თამაშების გამარჯვებული (1951), სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952-55). ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი.

დატოვეთ კომენტარი