კოსტავა თამაზ


კოსტავა თამაზ. დაიბადა 29.02.1956, ქუთაისი. ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1973-76, 1983-84), თბილისის “დინამოში” (1977-82). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი (1 გოლი), სსრკ უმაღლეს ლიგაში _ 131 (1 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1978), სსრკ ჩემპიონატების მეორე (1978) და მესამე (1981) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული (1981). იყო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1993-94). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი