კურტანიძე ლუკა (ელდარ)


ელდარ (ლუკა) კურტანიძეკურტანიძე ლუკა (ელდარ). დაიბადა 16.04.1972, ქვემო ფშავი, გულრიფში. თავისუფალი ჭიდაობა (96 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 03). ატლანტის (1996) და სიდნეის (2000) ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (2004, VIII ადგილი), ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996, 97, 98, 01, 05), სამგზის მეორე (1993, 95, 02) და მესამე პრიზიორი (1999), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1999), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ლაიფციგის საერთაშორისო ტურნირის ”გრან-პრის” მფლობელი, კრასნოიარსკის, კიევის, მინსკის, ტაშკენტის, მახაჩყალის A კლასის საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1996, 2002, 2003). ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

დატოვეთ კომენტარი