ლუისი ლენოქს


ლუისი ლენოქს (დიდი ბრიტანეთი). კრივი. 2.09.1965, ვესტ-ჰემი, ლონდონი. მეტსახელად “ლომი”. 1977 წელს გადასახლდა კანადაში. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული (გამოდიოდა კანადის სახელით). მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში 1997 წლიდან (1997-1999 WBC; 1999-2000 IBF, IBO,WBA, WBC; 2000-2004 IBF, IBO, WBC). პროფესიულ რინგზე გამართული აქვს 44 ბრძოლა, მოიგო 41 (აქედან _ 32 ნიკაუტით), 2 წააგო,1 ფრედ დაამთავრა.

დატოვეთ კომენტარი