მაისურაძე კოსტა


მაისურაძე კოსტა. 1881, ცხმორი, ონი – 1918, ბაქო. ჭიდაობა. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. წარმატებით გამოდიოდა თბილისის ცირკებში, სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის – იოსებ ცერაძე, მიტრუა ყასაბი, თედო ლილოელი, გრიგორ კამიშჩევი, კლემენს ბული, პავლე ზაგარიუკო, ალიოშა გრამილოვი, კაზბეკ გარა და სხვები. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ. მისი დასაფლავების ადგილი დღემდე დაუდგენელია.

1 კომენტარი სტატიაზე: მაისურაძე კოსტა

  1. sandro says:

    dzaan magari kaci iko mec rachidan var da bevri vici :X amaze simgeracaaa. da aq ar ewera magram onshi ert muzeumshi axlac inaxeba kosta maisuradzis mier mklavze gadagunuli “lomi” (samushao rkinis iaragi ) dzalian magari kaci iko :X

დატოვეთ კომენტარი