მარიამ ჯანაშვილის პირველი ოქრო ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ძიუდოში ტალინში გამართულ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯამში 1 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართული ძიუდოს ისტორიაში – ქართველი გოგონა მარიამ ჯაანშვილი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.

მარიამ ჯანაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე -52კგ წონით კატეგორიაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალში მან ჰოლანდიელ მეტოქეს სძლია.

საქართველოს კადეტთა ნაკრებიდან ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: მზია ბებოშვილი (-48კგ), რობიზონ ბეგლარიშვილი (-50კგ), კობა მჭედლიშვილი (-66კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (-73კგ) და დავით რამაზაშვილი (-90კგ).

საქართველოს გოგონათა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ვაჟთა ნაკრები კი მეცხრეზე. ორივე ნაკრების შედეგით არაოფიციალურ ჩათვლაში საქართველოს კადეტთა  ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

იხილეთ სრული შედეგები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი