მეკოკიშვილი არსენ


მეკოკიშვილი არსენ. 12.04.1912, გიორგიწმინდა, საგარეჯო _ 07.03.1972, იქვე. თავისუფალი ჭიდაობა (+100 კგ). ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1952), მსოფლიოს ჩემპიონი (1954), სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1945, 46, 48-53, 56) და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში (1940, 47-52). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. უკანასკნელად 44 წლის ასაკში იასპარეზა და სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონობა მოიპოვა (1956). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი