მესხი მიხეილ


მესხი მიხეილ. 12.01.1937, თბილისი _ 22.04.1991, იქვე. ფეხბურთი, თავდამსხმელი. თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1954-69) და “ლოკომოტივში” (1970). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი (4 გოლი). ევროპის ჩემპიონი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1962). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 284 მატჩი (54 გოლი). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 62, 67). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). იყო თბილისის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის, “ავაზის” დირექტორი (1969-იდან გარდაცვალებამდე). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ).

დატოვეთ კომენტარი