მირიანაშვილი შოთა


მირიანაშვილი შოთა. დაიბადა 02.07.1936, ახალსოფელი, ყვარელი. ალპინიზმი. სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, სუღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 75, 77) და სამგზის მესამე (1965, 69, 73) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956-იდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000-იდან), ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

დატოვეთ კომენტარი