მკლავჭიდელთა 15 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან


1-8 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ გდანსკში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 49 ქვეყნის 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ და ჯამში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 15 მედალი მოიპოვეს.

უფროსებს შორის ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რევაზ ლუტიძემ მოიპოვა, რომელმაც 9 შეხვედრა მოიგო, მათ შორის უძლიერესი ამერიკელი, რუსი, უკრაინელი, კანადელი და სლოვაკი მკლავჭიდელები დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს სპორტსმენს სძლია.

დიდებს შორის ქართველმა მკლავჭიდელებმა კიდევ 5 მედალი მოიპოვეს – 2 ვერცხლს გიორგი თვალიაშვილი (85 კგ) და ირაკლი გამთენაძე (90 კგ) დაეუფლნენ, 3 ბრინჯაო კი ვასილ დაუთაშვილმა, ჯაბა გეთიაშვილმა და რევაზ ლუტიძემ (მარცხენა მკლავით) აიღეს.

საქართველოს ნაკრების წევრები კიდევ უფრო შედეგიანად ასაკობრივ კატეგორიებში გამოვიდნენ და ახალგაზრდება და ჭაბუკებს შორის 3-3 ოქროს მედალი აიღეს. მსოფლიო ჩემპიონები ახალგაზრდებს შორის იმედა ჭინჭარაული (55 კგ. მარცხენა, მარჯვენა) და ნიკოლოზ წერეთელი (65 კგ) გახდნენ, ჭაბუკებს შორის კი ყველას გურამ აბულაშვილმა (65 კგ. მარჯვენა-მარცხენა) და ვალერი მელაძემ (80 კგ.) აჯობეს.

დიდები

1 ოქრო – რევაზ ლუტიძე (+ 110, მარჯვენა)
2 ვერცხლი – გიორგი თვალიაშვილი (85 კგ, მარჯვენა), ირაკლი გამთენაძე (90 კგ, მარჯვენა)
3 ბრინჯაო – ვასილ დაუთაშვილი (100 კგ. მარჯვენა), ჯაბა გეთიაშვილი (80 კგ, მარცხენა), რევაზ ლუტიძე (+ 110, მარცხენა)

ახალგაზრდები

3 ოქრო – იმედა ჭინჭარაული (55 კგ. მარჯკვენა), იმედა ჭინჭარაული (55 კგ. მარცხენა), ნიკოლოზ წერეთელი (65 კგ, მარჯვენა)
1 ბრინჯაო – მერაბ კაკაბაძე (80 კგ, მარცხენა)

ჭაბუკები

3 ოქრო – გურამ აბულაშვილი (65 კგ, მარცხენა), გურამ აბულაშვილი (65 კგ. მარჯვენა), ვალერი მელაძე (80 კგ. მარცხენა)
1 ვერცხლი – ელჩინ ბინატოვი (80 კგ. მარჯვენა)

შეჯიბრი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენთა შორის

1 ვერცხლი – ბესიკ ლეკიაშვილი (75 კგ. მარჯვენა)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი