მოკრივეთა ნაკრების 8 მედალი ორი საერთაშორისო ტურნირიდან


uniInc.php12 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და ეროვნული ნაკრების მიერ ორ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტებს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე, გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და ნაკრების მთავარი მწრთნელი დავით წიკლაური ესაუბრნენ.

5-9 მარტს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მოკრივეთა ა-კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 მოკრივით გამოვიდა და 7 მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაური ავარჯიშებს 12 გუნდს შორის მე-2 ადგილზე გავიდა.

პირველობა მასპინძლებმა არავის დაუთმეს. ბაქოში ჩემპიონი მიხეილ ბახტიძე (+91 კგ) გახდა, მეორე ადგილზე ირაკლი მელიქიშვილი (64 კგ) გავიდა, ბრინჯაოს მედალოსნები კი გოგა გელაშვილი (60 კგ), გოჩა ბადურაშვილი (75 კგ), რომან თავაძე (81 კგ) და ირაკლი გვენეტაძე (91 კგ) გახდნენ.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირამდე თებერვლის მიწურულს საერთაშორისო შეჯიბრება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაშიც გაიმართა – ქართველი მოკრივეები სოფიაში 4 მოკრივით გამოვიდნენ და ერთი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოსმედალოსანი ზაალ კვაჭატაძე (69 კგ) გახდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი