საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია


ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა  მოიპოვა.


ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრში ყველა მეტოქეს სძლიეს, ფინალში კი 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, რუსეთის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხეს და მსოფლიოს უძლიერესი გუნდის ტიტულს დაეუფლნენ.

მთავარ მწვრთნელ – ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო, 1/8 ფინალში ქართველებმა საფრანგეთს სძლიეს, 1/4 ფინალში მონღოლეთს, ხოლო 1/2 ფინალში უზბეკეთს.

რუსეთთან ფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის მარცხის შემდეგ, საქართველო 0:2 აგებდა, თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ  ლიპარტელიანმა თავიანთ შეხვედრებში იმარჯვეს და ანგარიში გაათანაბრეს – 2:2, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი მძიმეწონოსანმა – ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინს მოუგო და ჯამში საქართველიმ რუსეთი 3:2 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და უზბეკეთმა მოიპოვეს. მამაკაცების პარალელურად, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალებშიც გაიმართა. ტურნირი წაუგებლად იაპონიამ ჩაამთავრა, რომელმაც ფინალში ბრაზილია 3:2 დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილები კი კუბამ და საფრანგეთმა დაიკავეს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩემპიონატს, ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები – ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (91 კგ) გახდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდში, გუნდური შეჯიბრი
1 სექტემბერი; ბრაზილია, რიო დე ჟანეირო


1/8 ფინალი: საფრანგეთი 2:3 საქართველო
66კგ:
დავიდ ლაროში 1:0 ლაშა შავდათუაშვილი
73კგ:
პიერ დუპრა 1:1 ნუგზარ ტატალაშვილი
81კგ:
ლუკ პიეტრი 1:2 ავთანდილ ჭრიკიშვილი
90კგ:
აქსელ კლერჟე 1:3 ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ:
ტედი რინერი 2:3 ადამ ოქრუაშვილი

1/4 ფინალი: მონღოლეთი 1:4 საქართველო
66კგ:
ტუმურხულეგ დავაადორჟი 1:0 ამირან პაპინაშვილი
73კგ:
ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი 1:1 ზებედა რეხვიაშვილი
81კგ:
ნიამ ოჩირ საინიარგალი 1:2 ავთანდილ ჭრიკიშვილი
90კგ:
ცოგტგერელ ხუთაგი 1:3 ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ:
ნაიდან ტუვშინბაიარი 1:4 ადამ ოქრუაშვილი

1/2 ფინალი: უზბეკეთი 1:4 საქართველო
66კგ:
რიშოდ სობიროვი 1:0 ლაშა შავდათუაშვილი
73კგ:
მირალი შარიპოვი 1:1 ნუგზარ ტატალაშვილი
81კგ:
იახიო იმამოვი 1:2 ავთანდილ ჭრიკიშვილი
90კგ:
ერხინ დონიოროვი 1:3 ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ:
საიდ ყურბანოვი 1:4 ადამ ოქრუაშვილი

ფინალი: რუსეთი 2:3 საქართველო
66კგ:
ალიმ გადანოვი 1:0 ლაშა შავდათუაშვილი
73კგ:
მურად კოძოკოვი 2:0 ზებედა რეხვიაშვილი
81კგ:
სირაჟუდინ მაგომედოვი 1:2 ავთანდილ ჭრიკიშვილი
90კგ:
კირილ დენისოვი 2:2 ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ:
ალექსანდრ მიხაილინი 2:3 ადამ ოქრუაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე
მწვრთნელები:
გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი