ნიკა თვაურმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა


1-10 აპრილს თურქეთის ქალაქ ალანიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ნიკა თვაურმა ცურვაში იმარჯვა.

შეჯიბრებაზე, რომელშიც 20 ქვეყნის მოცურავეების გამოდიოდნენ ნიკა თვაურმა 50 მეტრზე ბრასით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ გამარჯვებით, თვაურმა ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა, რომელსაც ივლისში გერმანია უმასპინძლებს. ქართველ სპორტსმენს ევროპირველობაზე 2012 წელს ლონდონში გასამართი პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შესაძლებლობა ექნება.

საინტერესოა, რომ ნიკა თვაურის მიერ მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველია ცურვის სახეობებს შორის.

ქართულ დელეგაციას თურქეთში პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი წასიძე ხელმძღვანელობდა, მწვრთნელები კი ჰენრი კუპრაშვილი და ზურაბ ხომასურიძე იყვნენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი