ნინო სალუქვაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლი მოიპოვა


Nino Saliqvadzeამერიკის ქალაქ ფორტ ბენინგში, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში დასრულებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ნინო სალუქვაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც მსოფლიო თასის სუპერფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკვალიფიკაციო ეტაპზე არცთუ ისე კარგად იასპარეზა და 581 ქულით ნახევარფინალში ბოლო, მერვე ადგილით შევიდა. 

ნახევარფინალში ნინო სალუქვაძემ კონცენტრაცია მოახერხა და 17 ქულით ფინალში სროლის უფლებაც მოიპოვა, სადაც გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ფინალში შვეიცარიელ ჰაიდი დიჩელმი-გერბერთან დაპირისპირებისას, პირველი ოთხი სერიის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო, შემდეგ კი უკვე შვეიცარიელმა იყოჩაღა და 8:4 იმარჯვა.

ამრიგად, ფორტ ბენინგის მსოფლიო თასის გამარჯვებული შვეიცარიელი ჰაიდი დიჩელმი-გერბერი გახდა, ვერცხლის მედალი ნინო სალუქვაძემ, ხოლო ბრინჯაო ჩინელმა ჯინჯინ ჩანმა მოიპოვა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი