ოლიმპიელთა კლუბის წევრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ


“საქართველოს ოლიმპიელთა კლუბმა” 13 ივნისს მოაწყო ქართველი ოლიმპიელების შეხვდრა მოსწავლე-ახალგაზრდობასთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს: რობერტ შავლაყაძემ, ქეთევან ლოსაბერიძემ, რომან რურუამ, კახი კახიაშვილმა, მანუჩარ კვირკველიამ, რამაზ ნოზაძემ, დავით კვაჭაძემ, ზაურ ცხადაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯე ბერიშვილმა, პრეფესორმა გურამ ძაგანიამ. ღონისძიებას უძღვებოდა სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი

წარმატებულმა სტუდენტებმა სკოლაში შეიტანეს  სიმბოლური “ამირანის ცეცხლი”, რომელიც ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით 26 ოქტომბერს მყინვარწვერიდან თბილისამდე საქართველოს სახელოვანმა სპორტსმენებმა ესტაფეტით ჩამოიტანეს.

საჩვენებლად წარმოდგენილი იყო ვიდეო და ფოტო მასალა ქართველ სპორტსმენებზე, გამოფენილი იყო სპორტული ინვენტარი და ლიტერატურა. გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები – კითხვა-პასუხი, ვიდეო მასალაზე მსჯელობა და სპორტული ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

დატოვეთ კომენტარი