ოლიმპიელთა კლუბის წევრები რაჭაში


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და “საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის” ერთობლივი ორგანიზებით 6 ნოემბერს  მოეწყო ქართველი ოლიმპიელების შეხვედრა ონში რაჭის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიელმა ჩემპიონებმა – რომან რურუამ,  ვახტანგ ბლაგიძემ და დავით გობეჯიშვილმა,7 თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონმა თეიმურაზ აფხაზავამ, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა იოსებ ბერიშვილმა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორმა ესტატე გოგლიჩიძემ,  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯე ბერიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალციხის გამგებელი ბესო ბლიაძე.

საჩვენებლად წარმოდგენილი იყო ვვიქტორინაში გამარჯვებულიიდეო და ფოტო მასალა ქართველ სპორტსმენებზე, გამოფენილი იყო სპორტული ინვენტარი და ლიტერატურა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ადგილობრივ ახალგაზრდობას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ასევე გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები – კითხვა-პასუხი, ვიდეო მასალაზე მსჯელობა და სპორტული ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

დატოვეთ კომენტარი