ოლიმპიელთა კლუბის წევრები სამცხე-ჯავახეთში


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და “საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის” ერთობლივი ორგანიზებით 18 ოქტომბერს მოეწყო ქართველი ოლიმპიელების შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში ახალციხის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან. აქციაში მონაწილეობა მიიღეს კლუბის წევრმა ოლიმპიელმა ჩემპიონებმა – რომან რურუამ, ნინო სალიქვაძემ,ლაშა შავდათუაშვილმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა რამაზ ნოზაძე, მსოფლიო მოგზაურმა და მრავალგზის რეკორდსმენმა ჯუმბერ ლეჟავამ,  მსოფლიოს ჩემპიონმა ბატუტზე ხტომაში და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენ. მდივანმა რუსუდან ხოფერიამ,  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯე ბერიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალციხის გამგებელი ბესო ბლიაძე.

საჩვენებლად წარმოდგენილი იყო ვიდეო და ფოტო მასალა ქართველ სპორტსმენებზე, გამოფენილი იყო სპორტული ინვენტარი და ლიტერატურა. კლუბის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ადგილობრივ ახალგაზრდობას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ასევე გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები – კითხვა-პასუხი, ვიდეო მასალაზე მსჯელობა და სპორტული ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

დატოვეთ კომენტარი