ოლიმპიელთა კლუბის მორიგი შეხვედრა


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და “საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის” ერთობლივი ორგანიზებით 26 აპრილს 15 საათზე მოეწყო ქართველი ოლიმპიელების შეხვდრა მოსწავლე-ახალგაზრდობასთან გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიელებმა: რობერტ შავლაყაძემ, ქეთევან ლოსაბერიძემ, მაია აზარაშვილმა, კახი კახიაშვილმა, გიორგი ასანიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯე ბერიშვილმა.

წარმატებულმა მოსწავლეებმა სკოლაში შეიტანეს  სიმბოლური “ამირანის ცეცხლი”, რომელიც ოლიმპიელთა კლუბის ორგანიზებით 26 ოქტომბერს მყინვარწვერიდან თბილისამდე საქართველოს სახელოვანმა სპორტსმენებმა ესტაფეტით ჩამოიტანეს.

საჩვენებლად წარმოდგენილი იყო ვიდეო და ფოტო მასალა ქართველ სპორტსმენებზე, გამოფენილი იყო სპორტული ინვენტარი და ლიტერატურა. გაიმართა სხვადასხვა ტიპის აქტივობები – კითხვა-პასუხი, ვიდეო მასალაზე მსჯელობა და სპორტული ვიქტორინა, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით.

ვიქტორინაში გამარჯვებული

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

დატოვეთ კომენტარი