ოფსაიდი


ოფსაიდი (ინგლ. off side – თამაშგარე). ზოგიერთ სპორტულ თამაშში – თამაშგარე მდგომარეობა, როცა მოთამაშე წესების დარღვევით იკავებს მოხერხებულ პოზიციას მეტოქის კარის ასაღებად. მაგ., ფეხბურთში მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში ითვლება, თუ მეტოქის პირით ხაზთან, ის უფრო ახლოსაა, ვიდრე ბურთი და მოწინააღმდეგე გუნდის ბოლოსწინა მოთამაშე. ეს წესი არ მოქმედებს კარიდან ბურთის დარტყმის, აუტისა და კუთხურის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ფეხბურთელი ბურთს მეტოქისგან იღებს ან პასიურ მდგომარეობაშია და პოზიციურ უპირატესობას არ ფლობს.

დატოვეთ კომენტარი