ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სამსუნის გრან პრიდან


uniInc18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა - ბექა ღვინიაშვილმა თურქეთში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე - სამსუნის გრან პრიზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ღვინიაშვილმა ოქროს მედლის მოსაპოვებლად 5 მეტოქე დაამარცხა, ჩემპიონობამდე მან აზერბაიჯანელი, ეგვიპტელი, ებრაელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ მარკ ოდენტალს სუფთა გამარჯვებით სძლია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების 18 წლის წევრი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან სამსუნის გრან პრის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა კაცთა შორის. გრან პრის ჩემპიონობით კი მან მსოფლიო რეიტინგში 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

სულ ქართველმა ძიუდოისტებმა თურქეთში 3 მედალი აიღეს. სამსუნის გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა, რომელიც ფინალში ლიტველ მარიუს პრასკევიჩიუსთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედალი კი ასევე მძიმეწონოსან - ლევან მატიაშვილის ანგარიშზეა. ოქრუაშვილი 180 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ლევან მატიაშვილს კი 120 ქულა დაერიცხება. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 44 ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა.

თურქული გრან პრი საქართველოს ნაკრებისათვის ბოლო საერთაშორისო ტურნირი იყო 24-27 აპრილს მონპელიეში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ. ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი - ირაკლი უზნაძე საფრანგეთში წასაყვან შემადგენლობას უახლოეს პერიდოში დაასახელებს.

ძიუდო

სამსუნის გრან პრი

28-30 მარტი

კაცები

60 კგ

1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

2 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

3 ადრიენ რეიმონდი (საფრანგეთი)

 66 კგ

1 დევიდ ლაროში (საფრანგეთი)

2 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

3 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)

3 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)

7 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

 

73 კგ

1 კრისტოფერ ფოლკი (გერმანია)

2 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

3 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

 

81 კგ

1 სვენ მარეხი (გერმანია)

2 ალექსანდრ ვიეზერჟაკი (გერმანია)

3 ვალერიუ დუმინიკა (მოლდოვა)

3 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 მარკ ოდენტალი (გერმანია)

3 ალექსანდრე იდირი (საფრანგეთი)

3 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)

 

100 კგ

1 სირილ მარე (საფრანგეთი)

2 ადლან ბისულტანოვი (რუსეთი)

3 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 ჯავად მაჰჯუბი (ირანი)

 

+100 კგ

1 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)

2 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

 

გუნდური ჩათვლა

ო     ვ     ბ     V     VII

1 გერმანია         4      4      3      1      1

2 საფრანგეთი      3      1      4      2      1

3 რუსეთი           2      1      2      2      3

4 საქართველო   1     1     1     0     1

5 ავსტრია          1      0      0      2      1

6 ტუნისი           1      0      0      2      1

7 ლიტვა            1      0      0      0      1

8 კოსოვო           1      0      0      0      0

9 ბრიტანეთი       0      2      1      0      0

10 უკრაინა         0      1      1      2      1

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი