ჟილინა (სლოვაკეთი) 3:3 ტორპედო (ქუთაისი)


ქუთაისის ტორპედომ ევროსეზონი პირველ ეტაპზე დაასრულა. ესპანელი მწვრთნელის ჟერარდ სარაგოსას გუნდმა სლოვაკეთში არ წააგო – ფრედ 3:3 ითამაშა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა – 3:6.

მატჩის მსვლელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა ორჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება: 61-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:2 გახადა, 79-ე წუთზე კი ალეკო მზევაშვილის დარტყმის შემდეგ მატჩის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 3:3.

მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისის ტორპედოს მეტოქე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის, ლუბლიანის ოლიმპია იქნებოდა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სლოვენიელებს არაერთხელ უთამაშიათ თბილისის დინამოს წინააღმდეგ.

* * *
11 ივლისი, 2013. უეფას ევროპალიგა – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. სლოვაკეთი, ჟილინა, პოდ დუბნომ. 3500
ჟილინა (სლოვაკეთი) 3:3 ტორპედო (ქუთაისი)
გოლები:
1:0 ტომაშ მაიტანი (17), 2:0 რობერტ პიხი (23), 2:1 თორნიკე კაპანაძე (29), 2:2 თორნიკე კაპანაძე (61), 3:2 რობერტ პიხი (62), 3:3 ალეკო მზევაშვილი (79)
ჟილინა:
მარტინ დუბრავკა, სერჟ აკაკპო, ტომაშ მაიტანი, ვიქტორ პეჩოვსკი, ბაბატუნდე ბელო, იოზეფ პიაჩეკი (კაპ) (დენის ვავრო 77), რობერტ პიხი (ადამ ჟილაკი 87), ალი სესაი, მიხალ შკვარკა, იაროსლავ მიხალიკი, ერნესტ მაბუკა
მწვრთნელი:
ადრიან გულა
ტორპედო:
ომარ მიგინეიშვილი (კაპ), ვაჟა ტაბატაძე, ნიკა სანდოხაძე (გიორგი გოროზია 60), მათე ცინცაძე (ნიკა ფირცხალავა 69), მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, ალეკო მზევაშვილი (დავით ჯიქია 81), თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე
მწვრთნელი:
ჟერარდ სარაგოსა (ესპანეთი)
გაფრთხილება:
იოზეფ პლაჩეკი, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ნიკა ფირცხალავა
მსაჯები:
ელმირ პილავი; დალიბორ დრაშკოვიჩი; ჰარის ბაკოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი