რუსთაველის პიკი


რუსთაველის პიკი. მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე (4960 მ). პირველასვლა განხორციელდა ხალდეს მყინვარიდან1937 წლის 23 ოქტომბერს და მიეძღვნა შოთა რუსთაველის იუბილეს. იმ დროისთვის უსახელო პიკი დალაშქრა ალექსანდრე გვალია-რ. კვიციანის წყვილმა. 1938 წელს იმავე მარშრუტით პიკზე ავიდნენ გაბრიელ ხერგიანი, ალექსანდრე გვალია, ბექნუ ხერგიანი და ჭიჭიკო ჩართოლანი.

დატოვეთ კომენტარი