რუსუდან გორდეზიანის 24 საათიანი ცურვის მარათონი და ახალი საქართველოს რეკორდი


2013 წლის 16 ივნისს დილის 8 საათზე „ოლიმპიკის“ საცურაო კომპლექსის 50 მეტრიან აუზში დაიწყო და 24 საათს გაგრძელდა 25 წლის ისტორიკოსისა და ქორეოგრაფის რუსუდან გორდეზიანის მარათონი. მთელი 24 საათის განმავლობაში ავტორიტეტული კომისია აფიქსირებდა მოცურავის მიერ გაცურულ ყოველ 100 მეტრს. მარათონის ჩატარების მსოფლიოში მიღებული დებულებიდან გამომდინარე მოცურავე ყოველ 1 საათში 5 წუთი ისვენებდა. კომისია მთელი პროცესის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა მარათონელის ყოველ მოძრობას, რომელიც წარმატებით დასრულდა. საბოლოოდ რუსუდანმა გაცურა 46 500 მეტრი და დაამყარა საქართველსო რეკორდი. არანაირ ექსესებს ადგილი არ ჰქონია. მოცურავე მარათონელს არც სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

17 ივნისს დილის 8 საათზე, სტარტიდან ზუტად 24 საათის შემდეგ, საცურაო აუზიდან ამოვიდა რუსუდან გორდეზიანი, რომელსაც კომისიის წევრები და გულშემატკივრები მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, მარათონის დაწყებიდან 14 საათის განმავლობაში საცურაო აუზში მარათონელის ასპარეზობის დროს დაცურავდე აგრეთვე მარათონელი კოტე კობახიძე, რომელმაც ამით მეგობარს თანადგომა გამოუცხადა და ასე გულშემატკივრობდა.

რუსუდანმა მოსამზადებელი პერიოდი გაიარა წყალთა სახელობის ცენტრ „ტონუსში”, ხოლო მარათონის დაწყებამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა კარდიოლოგიურმა კლინიკამ „გულმა“.

პრესკონფერეციაზე ყველა კომისიის წევრმა აღნიშნა მარათონელის კარგი შედეგი. კომისიისას თავმჯდომარეობდა კახი კახიაშვილი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 9-ჯერ მსოფლიოსა და გინესის რეკორდსმენი; თავმჯდომარის მოადგილე იყო ჯუმბერ ლეჟავა – მსოფლიო მოგზაური, გინესისა და მსოფლიოს 14-გზის რეკორდსმენი. კომისიის წევრები: გიორგი აბზიანიძე – საქართველოს ცურვის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი; ზურაბ გაბუნია – მოკრივე, თბილისის ჩემპიონი, საქართველოს პრიზიორი, თბილისის სახრლმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ფერმწერი, წყალჯომარდობის ჯგუფისა და მუზეუმის ხელმძღვანელი; ბეგლარ ელბაქიძე – ხალხური ზეზელა, ორხელაღმართული ცურვის ოსტატი, საქართველოსა და თურქეთის ცურვის მარათონების მრავალგზის გამარჯვებული; ვალერი კავთაშვილი – მოკრივე, თანრიგოსანი, ქორეოგრაფი, საქართველოს ცურვის ოსტატი; ემზარ კიკაბიძე – ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩამპიონი ვეტერანთა შორის, თბილისის მერიის ძიუდოს აკადემიის დირექტორი, წყალწაღებულის გადარჩენისთვის ოქროს მედლის მფლობელი; ჰენრი კუპრაშვილი – დარდანელის გმირი, ცნობილი მარათონელი მოცურავე, ცურვის ახალი კოლხური სტილისა და სკოლის დამფუძენებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივარნი. გიორგი მსხვილაძე კარატისტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი.

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

დატოვეთ კომენტარი