საქართველოს ალპური კლუბი ალიოშა ჯაფარიძის სახელობისა.


საქართველოს ალპური კლუბი ალიოშა ჯაფარიძის სახელობისა. დაარსდა 1936 წელს საქართველოს სახკომსაბჭოს დადგენილებით. 1945 წელს მიეკუთვნა ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელის ალიოშა ჯაფარიძის სახელი. თანამშრომლობს ალპინისტურ ორგანიზაციებთან, ხელს უწყობს მათ სპორტული ასვლებისა და ალპინიადების ორგანიზებაში. აგროვებს ქართული ალპინიზმის ისტორიის ამსახველ მასალებს, ქმნის ფოტო-ვიდეო არქივს, გამოსცემს ბუკლეტებს, მეთოდურ ლიტერატურას, აწყობს სემინარებსა და გამოფენებს.

დატოვეთ კომენტარი