სპლიტის ჰაიდუკი 0:1 გორის დილა



1 აგვისტოს გორის „დილამ” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ხორვატიაში სპლიტის „ჰაიდუკთან” გამართა და 1:0 გაიმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გავიდა – მარჯვენა ფლანგზე ალადაშვილი-ღონღაძის აქტიურობას საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, რომელსაც გიორგი ილურიძე კარგად დაუხვდა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

გორელებმა მთელი თამაშის განმავლობაში იბრძოლეს და გატანა კიდევ შეეძლოთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა უპირატესობა კი მოიპოვეს, მაგრამ დამაჯერებლად მოთამაშე ნუკრი რევიშვილს ვერაფერი მოუხერხეს.

საპასუხო მატჩის წინ გიორგი დევდარიანის გუნდმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია – გორელებს მომდევნო შეხვედრაშიც ბრძოლა მოუწევთ.

ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო. ეტაპი. I მატჩი.
1 აგვისტო.  სპლიტი. “პოლიუდი”. 28700 მაყურებელი

ჰაიდუკი”-”დილა” 0:1
ჰაიდუკი: კალინიჩი, მიკანოვიჩი, მილოვიჩი, ვრშაიევიჩი, იოზინოვიჩი, მალოჩა, პაშალიჩი (ბენცუნი 87), ანდრიაშევიჩი (კიში 46), ჩაკტაში, სუშიჩი (მუიანი 87), მაგლიცა. 
მწვრთნელი: იგორ ტუდორი.

დილა: რევიშვილი, თემურ ღონღაძე, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, გიორგი გურული, მამუკა კობახიძე, დავით ბოლქვაძე (აბურჯანია 88), გვალია, ალადაშვილი (გორელიშვილი 62), დოლიძე (მოდებაძე 66), ილურიძე.  
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლი: 0:1 ილურიძე (24).
გაფრთხილება: მაგლიცა (37), იოზინოვიჩი (47, 65), ხიზანეიშვილი (50, 72), მუიანი (90), გორელიშვილი (90+1).
გაძევება: იოზინოვიჩი (65), ხიზანეიშვილი (72).
მსაჯი: შიმეულოვიჩი (ისრაელი).

დატოვეთ კომენტარი