უგრეხელიძე ვლადიმერ


უგრეხელიძე ვლადიმერ. დაიბადა 18.08.1939, თბილისი. კალათბურთი (192 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოში” (1958-74). სსრკ ნაკრების წევრი (1960-65), რომის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1960), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის ჩემპიონი (1961), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ ჩემპიონი (1968), სსრკ ჩემპიონატის სამგზის მეორე (1960, 61, 69) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). მაღალი ნახტომისა და ჰაერში შეყოვნების უნარის გამო მეტსახელად “პტიცა” შეარქვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, თსუ-ის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე (1997-იდან), დოცენტი, ღირსების ორდენის კავალერი.

დატოვეთ კომენტარი