ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპის ახალგზარდული ჩემპიონატიდან


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. კონტინენტის ჩემპიონი გახდა მძიმეწონოსანი ფალავანი გენო პეტრიაშვილი (120 კგ), ხოლო ბრინჯაო მოიპოვეს ლაშა გიგაშვილმა (74კგ)  და დავით ბუზიაშვილმა (66 კგ).

გენო პეტრიაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე უმთავრეს კონკურენტებთან და ოთხივეს ძალიან ადვილად, ერთ პერიოდში მოუგო. პეტრიაშვილმა ასპარეზობა ბერძენი ატამპაცაკის ხატალამპოსის ძლევით (8:0) დაიწყო. შემდეგ სომეხი ჰამლეტ აბრაჰამიანი (7:0) და აზერბაიჯანელი ალი მაგომედაბიროვი (8:0) ჩამოიშორა, ფინალში კი უკრაინელ ანდრეი ვლასოვს (8:0) აჯობა.

ლაშა გიგაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ხაბიბ ბატიროვთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი ებრაელი ჰანოკ რაჩამინი დაამარცხა (3:4 3:2). ამ შეხვედრებამდე, უკრაინელი დმიტრი ტკაჩენკოსა (3:0 1:2), ბულგარელ ჰუსეინ აჰმედს (5:2 2:0) სძლია.

დავით ბუზიაშვილლმა კი ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომაროვთან წაგებით დაკარგა (0:1 3:10), რეპეშაჟში გადართულმა კი ფრანგი ჯონი ჯასტ ბური (7:0) და გერმანელი კევინ კრისტოფერ ჰენკელი (3:0 6:8) დაამარცხა.

დატოვეთ კომენტარი