ქართველ კარატისტთა 50 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან


5-7 აპრილს, თურქეთში, სტამბულში გაიმართა შოტოკანის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 45 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები გუნდი 110 სპორტსმენით იყო წარდგენილი და 11 ოქრო, 12 ვერცხლი და 27 ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა 12-13 წლიანებში ვაჟთა შორის, მეორე ადგილზე გავიდა +18 წლამდელთა შორის და მესამე ადგილზე გავიდა 14-15 წელი გოგონათა და 16-17 წლიან ვაჟთა შორის.

თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსნები არიან: ჰენრი ვეკუა; ირაკლი ტყებუჩავა; გოგიტა არქანია; რუდიკ საგრუნოვი; საბა ცაავა; ალექსი ტყვაცირია; ცოტნე სორდია; სალომე ლაშხია; ვალერიანე სიორდია; ნიკა კოხრეიძე; ლუკა ხვედელიანი.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახური

დატოვეთ კომენტარი