ქართველ სამბისტთა 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მსოფლიო პირველობაზე


საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრები წარმატებით გამოვიდნენ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 

samboქართველმა სამბისტებმა ჯამში 2 ოქროს, 1 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს და ასევე გუნდური ვერცხლის მედალი მოიპოვეს,

მსოფლიო ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) გახდნენ,ლაშა გურულს (100 კგ)ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი კახა მამულაშვილმა (74 კგ), მძიმეწონოსანმა ნოდარ მეტრეველმა და ირინე ლეონიძემ (+80 კგ) მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის სპორტულ სამბოში 9 სპორტსმენით, საბრძოლო სამბოში 2 სპორტსმენით და ქალთა შორის 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

დატოვეთ კომენტარი